Monday, April 7, 2014

176 საჯარო სკოლის სამივე მესამე კლასმა დაიწყეს ინტელექტუალური თამაში რა?სად? როდის? სამივე კლასში იყო ოთხ-ოთხი ჯგუფი.პირველი ტური დამთავრდა თებერვლის თვეში,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.ბავშვები დიდი ინტერესითა და დიდი მონდომებით თამაშობდნენ.თამაში ყველა კლასში იყო კვირის სხვადასხვა დღეებში.თამაშში შესული კითხვები იყო უკვე ნასწავლი მასალიდან,ასევე იყო სხვა საინტერესო კითხვები,ლოგიკური კითხვები,სახალისო,გამოცანები,ბლიც-კითხვები და ასევე შავი ყუთის კითხვა.მეორე ტურში გადავიდა სამი გუნდი,ერთი გუნდი გამოეთიშა თამაშს.მარტის ბოლოს დასრულდა მეორე ტური,ფინალში გადავიდა ერთი გუნდი,(სამივე კლასიდან)რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.ფინალი ჩატარდება აპრილის ბოლოს.საუკეთესო მოაზროვნეები დაჯილდოვდებიან სიგელებით.